Sunday, April 19, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს გავაცანით ყველამ ჯგუფის წევრებს ჩვენი პროექტის საბოლოო შედეგები. ყვეას წარმატებას გისურვებთ მომავალში

Saturday, April 18, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ ყველაფერი, რაც საჭიროა პროექტის სრულად ჩამოყალიბებისათვის. ასევე ვისწავლეთ Drive-ში ფასილიტაციის ონლაინ ტესტების გაკეთება, რაც ძალიან მომეწონა და ხშირად გამოვიყენებ სხვადასხვა შემაჯამედელი დავალებების შესაქმნელად.

Tuesday, April 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვუახლოვდებით ტრენინგის ფინალს და ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა... დღეს შევისწავლეთ ბლოგში მუშაობა, მასში სხვადასხვა გაჯეტების დამატება და დიზაინის შეცვლა... დძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღე იყო... გმადლობთ

Thursday, April 9, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

პირველ როგში მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კომპიუტერმაც და ინდერნეტმაც საშინლად გამაწვალა. ასეთი რთული დღე ჯერ არ მქონია ამ ტრენინგის განმავლობაში. ამის მიუხედავად ძალიან პროდუქტიული დღე იყო მაინც. ვისწავლეთ დრაივიდან ბლოგზე ჩვენი საქაღალდის გადმოტანა და გაზიარება. ასევე ბლოგზე სხვადასხვა ღილაკების დამატება და საკუთარი პორტფოლიოს ღილაკის გაკეთება. ველი თქვენს შენიშვნებს და კომენტარებს კოლეგებო. მაინტერესებს თქვენი აზრი და იმედი მაქვს სასარგებლო რჩევებსაც მომცემთ.
წინასწარ გმადლობთ.

Saturday, April 4, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დამღლელი, მაგრამ უხვი ინფორმაციის მომცველი აღმოჩნდა. ბევრი რამ ვიცოდი,  ბევრიც ახალი ვისწავლე. მოუთმენლად ველი ჩემი პროექტის დასრულებას, რადგან ვიცი, აქ შესწავლილი მეთოდებით, იმაზე უკეთეს შედეგს მივაღწევ, ვიდრე ველოდი.
უგრმესი მადლომა მაია

მოსწავლის ნიმუში

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, March 29, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მადლობთ დღევანდელი პროდუქტიული დღისთვის. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი დღე იყო . ღირდა დაღლად და ენერგიის დაკარგვად.

Saturday, March 28, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. პირადად მე ნელნელა ვიწყებ იმის გააზრებას რომ ბლოგი და მასში ინფორმაციის განთავსება ჩვენი საქმიანობისთვის ფრიად მნიშვნელოვანია. ასევე შევისწავლეთ სხვისთვის კომენტარების გაკეთება და დავინახეთ ამ კომენტარების საჭიროება.
მადლობთ მაია, ჩვენს განათლებაში რომ შეგაქვს წვლილი.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზღაპარში აღმოჩენილი სამყარო

ზოგადი კითხვა
რას მოვუსმენდით ძილის წინ?

თემატური კითხვები
  1. როდის ვყვებით ზღაპარს?
  2. ყველა ზღაპარის დასაწყისი დასასრულივით გავს თუ არა ერთმანეთს?
შინაარსობრივი კითხვები
რას ვისწავლით ზღაპრიდან?